1. ადმინისტრაციის და მოთამაშეთა უფლებები და ვალდებულებები:
* სერვერის ადმინისტრაციას აქვს უფლება სერვერზე შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება მოთამაშეთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რაც მოთამაშეს ავალდებულებს რეგულარულად გაეცნოს და დაემორჩილოს წესებს.:
* რეგისტრაციისას ყველა ექაუნთის მფლობელი ავტომატურად ეთანხმებია სერვერის წესებს. * წესების არ ცოდნია პასუხისმგებლობისგან არ განთავისუფლებთ. * სერვერის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იხსნის მოთამაშეების მიერ ერთმანეთის დაზარალებისგან. * წესების დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაცია ვალდებულია სერვერზე არ დაუშვას კონკრეტული პირი გარკვეული პერიოდით. * ადმინისტრაცია იხსნის ვალდებულებას მოთამაშის მიერ დაუდევრობის შედეგად დაკარგულ ნივთებზე. * თამაშის პროცესში ნაპოვნი ხარვეზების შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები ხარვეზების აღმოსაფხვრელად. * მაქსიმალური პასუხისმგებლობა ეკისრება სათამაშო ექაუნთი მფლობელს მიუხედავათ იმისა თუ ვინ მოქმედებდა მოცემული ექაუნთით. * იმ შემთხვევაში თუ მოთამაშის ქმედება აფერხებს სათამაშო პროცესს, მაგრამ მოცემული ქმედება არ არის აღწერილი წესებში, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები. * ადმინისტრაცია გმობს მაგრამ პასუხს არ აგებს თაღლითების გამო დაკარგულ ნივთებზე. 2. ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა
* სავალდებულოა სერვერის ადმინისტრაციის მიმართ გულთბილი დამოკიდებულება.
* ადმინისტრაციის მიმართ იკრძალება მუქარა, თხოვნა-ხვეწნა და ა.შ.
* იკრძალება ადმინისტრაციის მოღვაწეობაში ჩარევა.
* ადმინისტრაციის მიერ მიღებული სასჯელები არის საბოლოო და არ განიხილება.
* ადმინისტრაციას არ აქვს უფლება ჩაერის თამაშის პროცესში, წესების დარღვევის, ვენთების ან მიმდინარე სამუშაოების გარდა.
* იკრძალება ცრუ ინფორმაციის გავრცელება სერვერისა და ადმინისტრაციის შესახებ.
3. პროგრამების და ბოტების გამოყენება სათამაშო პროცესში.
* იკრძალება ნებისმიერი სახი პროგრამის და ბოტის გამოყენება, რომელიც ახდენს პერსონაჟის ემულირებას და ხელს უშლის სერვერის ნორმალურ ფუნქციონირებას.
* იკრძალება ექაუნთების გატეხვა ან სხვა ნებისმიერი სახით უნებართვო შეღწევა.
4. ლექსიკის ფილტრი და ჩათი
* კატეგორიულად იკრძალება უცენზურო სიტყვების გამოყენება სხვა მოთამაშეების მიმართ თამაშის ჩათში და კომენტარებში.
* აკრძალულია სახელებში შეურაცმყოფელი ფრაზების და უცენზურო ლექსიკის გამოყენება.
*აკძალულია თავის ადმინისტრატორად გასაღება.
5. ვაჭრობის წარმოება
* ვაჭრობა დაშვებულია მხოლოდ სავაჭრო ტერიტორიებზე Devias, რადგან მოთამაშეებს ხელი არ შეეშალოთ გადაადგილებაში.
* იკრძალება მევახშეობა და ვაჭრობა რეალურ ფულზე.